fbpx

“ჰამლეტი” – მეშვიდე კლასი


  • დეკემბერი 13, 2018
“ჰამლეტი” – მეშვიდე კლასი

მეშვიდე კლასელმა ლოგოსელებმა ჰამლეტის ტრაგედია გააცოცხლეს საკლასო ოთახში და ცხარე ცრემლი აღვრევინეს მაყურებელ მასწავლებლებს! სპეკტაკლის დადგმის მიზანი მოსწავლეებში შექსპირის მიმართ ინტერესის აღძვრა იყო. ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ შექსპირის გაგება არც ისე რთული და სახალისოც კი ყოფილა, როცა განასახიერებ საპირისპირო სქესის ბოროტ კლავდიუსს, გარდაცვლილი მეფის აჩრდილს ან ცბიერ პოლონიუსს, თანაც დანიის სამეფო კარზე!