fbpx

ნიკა წულუკიძე სტუმრად ლოგოსში


  • ნოემბერი 14, 2018
ნიკა წულუკიძე სტუმრად ლოგოსში

“ლოგოსს” თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე ესტუმრა.
უფროსკლასელებთან შეხვედრისას სტუმარი თეატრის ისტორიასთან, რეჟისურასთან, მსახიობობასთან, თეატრალურ მხატვრობასა და მუსიკასთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო თემას შეეხო.
როგორც ყოველთვის, ბატონი ნიკა სერიოზულ საუბარს ხუმრობასა და ღიმილსაც ურევდა და სიამოვნებით პასუხობდა მოსწავლეთა კითხვებს. ბავშვები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თანამედროვე თეატრითა და იმ სპექტაკლებით, რომელთა ნახვაც მათ სტუმარმა შესთავაზა. ლოგოსელებმა სიამოვნებით მიიღეს ბატონი ნიკას წინადადება სპექტაკლებზე დასწრებისა და შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად მათ განხილვა-შეფასების თაობაზე.
მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, რომ “ლოგოსში” თეატრალური ცხოვრება უახლოეს ხანს მკვეთრად გააქტიურდება.