fbpx

საშობაო სპექტაკლი პატარა ლოგოსელებისთვის


  • დეკემბერი 14, 2018
საშობაო სპექტაკლი პატარა ლოგოსელებისთვის

11 კლასელებმა ეთო მასწავლებელთან ერთად გადაწყვიტეს პატარა ლოგოსელებისთვის საახალწლო საჩუქარი გაეკეთებინათ – საშობაო სპექტაკლი მეორე კლასელებისთვის!  საგულდაგულოდ ისწავლეს ტექსტები, სიმღერები, ცეკვაც, შესაბამისი კოსტუმებით მოვიდნენ და საოცარი სანახაობა მოუწყვეს პატარებს. მეორე კლასელი ლოგოსელებიც ჩართულები იყვნენ და მათთან ერთად მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ბოლოს სანტაც კი მივიდა ბავშვებთან. ასე დამეგობრდნენ დიდები და პატარები. დიდი მადლობა ეთო მასწავლებელს და 11 კლასელებს ასეთი საყვარელი ინიციატივისთვის, რომელიც ცოტა ხნის წინ “მადლიერების დღით” დაიწყო და ისევ გრძელდება. ყველა დამსწრეს დიდ ხანს გაგვყვება ეს პოზიტიური მუხტი.