fbpx

პროექტი „გესმოდეთ ჩვენი“


  • ნოემბერი 25, 2019
პროექტი „გესმოდეთ ჩვენი“

ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ახორციელებს პროექტს „გესმოდეთ ჩვენი“ – ბავშვთა დაცვა ონლაინ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან.
18 ნოემბერი ბავშვთა სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვის ევროპის დღეა. ამ დღის აღსანიშნავად, თბილისში, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბავშვებმა. ღონისძიების მიზანი იყო ბავშვების გაძლიერება, რომ მათ შეძლონ ონლაინ სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლუატაციის პრევენცია, ამოცნობა და შესაბამისი დახმარების მოძიება; ასევე, ბავშვების ცნობიერების ამაღლება ინტერნეტით უსაფრთხოდ სარგებლობის შესახებ. შეხვედრას თავად საერთაშორისო აკადემია ლოგოსის მოსწავლეები უძღვებოდნენ და ესწრებოდნენ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელლები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრაზე, ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ გაეგოთ ქვეყანაში არსებული ბავშვთა დაცვის მექანიზმების შესახებ, რომლებიც
უზრუნველყოფს მათი უფლებების და უსაფრთხოების დაცვას ონლაინ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციისგან.