fbpx

ლოგოსელები კვიპროსში


  • იანვარი 22, 2020
ლოგოსელები კვიპროსში

2019 წელს საერთაშორისო აკადემია ლოგოსში დაიწყო კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის “ქართული სულის კვალდაკვალ” განხორციელება.
პროექტის პირველი ეტაპი მაისის ბოლოს შედგა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში, ხოლო ამჯერად, ლოგოსელები იმყოფებოდნენ კვიპროსის რესპუბლიკაში.
5 დღის განმავლობაში ბავშვებმა მოიარეს თითქმის მთელი კუნძული, დაათვალიერეს ქართული კულტურის ძეგლები, წმინდა ადგილები, შეხვდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, დაათვალიერეს ორად გაყოფილი დედაქალაქი ნიქოზია, იმყოფებიდნენ კუნძულის ჩრდილოეთ, არაღიარებულ ნაწილში.
ექსპედიციის მონაწილეები დაიყვნენ ჯგუფებად, თითოეული ჯგუფის წევრები პირველივე დღიდან აკეთებდნენ ჩანაწერებს, ხოლო უკვე საქართველოში დაბრუნების შემდეგ კონკრეტულ თემებზე ამზადებენ პრეზენტაციებს.
ამ პროექტის განხორციელებისას გაწეული დახმარებისათვის მადლობას ვუხდით ბატონ გიორგი გაგოშიძეს და კვიპროსში ქართული არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებს, კვიპროსელ ქართველებს და განსაკუთრებით კვიპროსში მოღვაწე ქართველ მოძღვარს მამა ზაქარია ფერაძეს, რომელიც კუნძულზე ჩასვლის დღიდან ლოგოსელებს არ აკლებდა ყურადღებას.