fbpx

ლოგოსელები გენეტიკის კვლევის ლაბორატორიაში


  • თებერვალი 11, 2020
ლოგოსელები გენეტიკის კვლევის ლაბორატორიაში

ბიოლოგიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ერთობლივი პროექტის -,,აღზრდა და გენეტიკა” ფარგლებში მე-9ა კლასის მოსწავლეები გენეტიკური კვლევების ლაბორატორიას ესტუმრნენ. მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ტიპის გენეტიკური დაავადების რუკას, დაათვალიერეს ქრომოსომები და ისწავლეს, როგორ ხდება მათი იდენტიფიკაცია. ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნინო სიგუამ უამრავ, ლოგოსელებისთვის საინტერესო შეკითხვას უპასუხა.