მარიამ კავლელიშვილი
სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი
2004 წელს დაამთავრა ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ინსტიტუტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი. მაგისტრის აკადემიური ხარისხი. მუშაობდა ტაო-პრივატ ბანკში გაყიდვების განყოფილებაში, მოგვიანებით ააიპ “სოციალური ინტეგრაციის ცენტრში” პროექტების კოორდინატორად. 2007 წელს გაიარა სასწავლო პრაქტიკა გერმანიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სერტიფიცირების ორგანიზაციაში “TUV Rheinland Group” (გერმანია). სერტიფიკატები: “ხარისხის მენეჯმენტი”, “ბიზნესის ადმინისტრირება და მართვა”, “საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001”. 2011 წლიდან მუშაობს სკოლა “ლოგოსში” ადმინისტრაციული საკითხების მენეჯერად.