fbpx

ლოგოსის განცხადება COVID19-თან დაკავშირებით


  • მარტი 24, 2020
ლოგოსის  განცხადება COVID19-თან დაკავშირებით

საქართველოში განვითარებული მძიმე მოვლენების შესაბამისად, ვირუსის COVID19-ის ეპიდემიის თანმდევი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, გვსურს გავაკეთოთ შემდეგი განცხადება:

საერთაშორისო აკადემია ლოგოსი პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას და საქართველოს მთავრობის კერძო კომპანიებისთვის გაცემულ რეკომენდაციების შესაბამისად,  ჩვენი მოსწავლეების, პედაგოგებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის 16 მარტიდან გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. 

ჩვენი სკოლის გუნდის მთავარი მიზანია, მოსწავლეებს უწყვეტ რეჟიმში შესთავაზოს  მაღალი ხარისხის ზოგადი განათლება, რაც ამჟამად ხორციელდება დისტანციურად, სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება, ვიზიარებთ ქალაქ თბილისის მერის, ბ-ნი კახი კალაძის მოწოდებას და ვაცხადებთ, რომ შპს “საერთაშორისო აკადემია ლოგოსში” დასაქმებულ 120 კაციან კოლექტივს ვუნარჩუნებთ სრულ ანაზღაურებას. 

მიგვაჩნია, რომ კერძო საგანმანათლებლო სექტორის როლი ქვეყნისთვის ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში უმნიშვნელოვანესია და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით გადავლახავთ ქვეყანაში არსებულ სიძნელეებს.

ჩვენი სკოლა აგრძელებს მუშაობას მომავალი თაობის განათლებისათვის! 

 

დარჩი სახლში – იყავი უსაფრთხოდ! 

 

შპს “საერთაშორისო აკადემია ლოგოსი”