გარემოს დაცვის დღე
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლოგოსელებმა სამოქალაქო აქტივობა ჩემი ქალაქი მკლავს-თან ერთად დაასუფთავეს დიღმის ჭალების მიმდებარე ტერიტორია.
შეგროვდა 40-ზე მეტი ტომარა ნაგავი და სხვადასხვა ტიპის ნარჩენი.
ასევე, იღბლიანი დღე გამოდგა პატარა წყლის კუსთვის, რომელიც თევზსაჭერ ბადეში იყო გაჭედილი.
ნუ დავყრით ნაგავს, გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას.