fbpx

წარმატების შავბნელი მხარე – პოდკასტი შენთვის


  • მარტი 31, 2022

თუ გიფიქრია, რას ნიშნავს წარმატება შენთვის? ზოგადად კი არა, კონკრეტულად შენთვის? ხშირად, ჩვენი სამიზნე “წარმატება” სოციუმის მიერ განსაზღრვული კლიშეა, და ჩვენ წლებს და დიდ ძალისხმევას ვანდომებთ ამ წარმატების ჩარჩოში მოხვედრას. თუმცა, ამ ეტაპის მიღწევის შემდეგ, აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ რაღაც მაინც გვაკლია, ბოლომდე ბედნიერები ვერ ვართ… იმისთვის რომ იყო წარმატებული, პირველ რიგში უნდა იცოდე თუ რას ნიშნავს წარმატება შენთვის. ამ პოდკასტის თემაც სწორედ წარმატებაა. როგორ უნდა გავიაზროთ რა არის ჩვენთვის წარმატება, როგორ ავიცილოთ არასწორი მოლოდინები და რა როლი აქვს წარუმატებლობას ამ გზაზე? უყურე “პოდკასტს შენთვის” და აღმოაჩნე შენი წარმატების ახალი დეფინიცია. პროექტი განხორციელებულია “საერთაშორისო აკადემია ლოგოსის” გუნდის მიერ.?