ვახო ბოხაშვილის საოცარი შედეგები
კიდევ ერთი ლოგოსელი ვახო ბოხაშვილი, რომელმაც SAT-ის გამოცდაში საოცარი ქულა აიღო!
ჯამური 1560 ქულა 1600-დან!
კითხვისა და წერის ნაწილში 760 ქულა 800-დან, ხოლო მათემატიკის ნაწილში 800 ქულა 800-დან!
ვახოს შედგები ძალიან იშვიათია და მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აპლიკანტების 99% პროცენტზე მაღალი შედგები აქვს!
ლოგოსში SAT-ის მსგავსი სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მოსწავლეთა მომზადება პროგრამაშია გათვალისწინებული. SAT-ისთვის მზადება მე-10 კლასიდან იწყება გამოცდილ პროფესიონალთა გუნდთან.
დიდი სიამაყით ვულოცავთ ვახოს და ლოგოსის მასწავლებლებს ამ დიდ მიღწევას!
ვახოს ვუსურვებთ წარმატებულ და ბედნიერ სტუდენტურ წლებს.