fbpx

სკოლა „ლოგოსი“ დაარსდა 2010 წელს. სკოლის გახსნის იდეა ეკუთვნოდა გიორგი ჩავლეიშვილს, რომელმაც განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო. მან დაამთავრა ვირჯინიის Saint Anne’s Belfild – ის უმაღლესი სკოლა და ჰამილტონის (Hamilton) “Liberal Arts” უნივერსიტეტი. საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და სწავლების მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპების განსაზღვრაში მონაწილეობა მიიღეს ბარბარა ჯიმელი-სულაშვილმა, ქეთევან ბაცანკალაშვილმა და ირინა შარაბიძემ. სკოლას დიდი დახმარება გაუწიეს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა: ფსიქოლგიურ მეცნერებათა დოქტორმა ნინო გოგიჩაძემ; ჰამილტონის უნივერსიტეტის პროფესორებმა ტოდ ფრენკლინმა და ბარბარა ჰაისელმა; ჰამილტონის უნივერსიტეტის ფინანსური დეპარტამენტის ერთ-ერთმა დირექტორმა ჯონ ჰაისელმა და HEOP – ის ნიუ-ორკის შტატის ფილიალის დირექტორმა ფილის ბრელანდმა.

„ლოგოსი“ წევრია რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციისა:  NACAC – National Association of College Admission Counselors; College Board; Common Application. სკოლის  პარტნიორები არიან: American University of Rome, Saint Anne’s-Belfield School და Princeton Review.

სკოლის აკადემიური პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მას ემატება საერთაშორისო ტესტები SAT და TOEFL . ასეთი სასწავლო პროგრამა სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სწავლა გააგრძელონ როგორც საქართველოში, ასევე, ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. მათ ძალიან ეხმარება College Counseling -ის კურსი, რომელიც მოიცავს დახმარებას:

  • ევროპასა და ამერიკაში უნივერსიტეტის შერჩევაში;
  • დაფინანსების მოპოვებაში;
  • სასურველ უნივერსიტეტთან კონტაქტის დამყარებაში;
  • შესაბამისი განაცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება-გაგზავნაში.

სკოლა დაამთავრა 380-მა მოსწავლემ, აქედან 212 მოსწავლე ჩაირიცხა მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტში. სტიპენდიის სახით მათ ჯამში 17 144 089 აშშ დოლარზე მეტი აქვთ მიღებული. 168 მოსწავლე კი აგრძელებს სწავლას საქართველოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში (თავისუფალი უნივერსიტეტი, კავკასიისუნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, თბილისის ივანეჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ა.შ.). მათ გრანტის სახით მიღებული აქვთ 480 300 ლარზე მეტი.

სკოლის წარმატებას განაპირობებენ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები და ქართველი და უცხოეთიდან მოწვეული პედაგოგები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სკოლის წარმატებისათვის.