LogosChef 2025
LogosChef – საახალწლო გემოები ლოგოსში
12 დეკემბერს განხორციელდა პროექტი „ლოგოსშეფი“, სადაც ლოგოსელებმა ნამდვილი შეფების როლი მოირგეს.
მათ თავად მოამზადეს საახალწლო თემატიკის კერძები, შექმნეს კონცეფციები და ინგლისურ ენაზე წარუდგინეს ჟიურის როგორც კერძის მომზადების პროცესი, ისე მისი ისტორია და იდეა.
პროექტმა გააერთიანა კულინარია, შემოქმედება და ინგლისური ენის პრაქტიკა.
ლოგოსელებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, თუ როგორ შეიძლება სწავლა იყოს საინტერესო, პრაქტიკული და გემრიელი.