მისია
საერთაშორისო აკადემია ლოგოსის მისიაა, აღზარდოს საკუთარი შესაძლებლობების გააზრების, თვითშემეცნებისა და თვითრეალიზების უნარების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც მომზადებულნი იქნებიან, როგორც საქართველოს და მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისათვის, ისე – შემდგომი წარმატებული ცხოვრებისა და პროფესიული მოღვაწეობისათვის.
ხედვა
საერთაშორისო აკადემია ლოგოსის ხედვაა, შექმნას განათლების ისეთი საავტორო მოდელი, რომლის საშუალებითაც თანამედროვე ახალგაზრდა შეძლებს დაეუფლოს 21-ე საუკუნეში საჭირო ყველა უნარს და საგნობრივ კომპტენეციას. იმავდროულად, სკოლის კურიკულუმის ფარგლებში შეძლებს დაიკმაყოფილოს და განივითაროს პიროვნული მისწრაფებები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სპორტი, ხელოვნება, გამომგონებლობა, თანამედროვე ტექნოლოგიები, სამოქალაქო აქტივობა, ლიდერობა, ინდივიდებსა და ჯგუფებთან კომუნიკაცია. საერთაშორისო აკადემია ლოგოსში გვჯერა, რომ ზოგადი განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია ახალგაზრდის ცხოვრებაში და სკოლა უნდა სთავაზობდეს მას საკუთარი პოტენციალის გამოვლენის მრავალფეროვან შესაძლებლობას, როგორც აკადემიური, ისე კლასგარეშე აქტივობების საშუალებით.
ღირებულებები
კეთილგანწყობილი გარემო, სადაც წახალისებულია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინიციატივა, საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, ემპათია, ურთიერთპატივისცემა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა;
ცოდნასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, რომელიც უზრუნველყოფს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების დახვეწა-გაუმჯობესებას, არგუმენტირებული მსჯელობის, სიახლეების ძიების, პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარების გამომუშავებას;
ინკლუზიური და ტოლერანტული გარემო, სადაც დაფასებულია ადამიანის ინდივიდუალური ნიშან-თვისებები და განსხვავებულობა, დაგმობილია პიროვნებისადმი უპატივცემულო და ღირსების შემლახველი მოპყრობა, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, ბულინგი;
ჯანსაღი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს დაბალანსებულ პროგრამას (აკადემიური და კლასგარეშე აქტივობები, სპორტი, დასვენება და კვება), რომლის ფარგლებშიც მოსწავლე მიიღებს სიღრმისეულ განათლებას სტრესისგან თავისუფალ გარემოში და შეინარჩუნებს ბავშვობისათვის დამახასიათებელ სილაღეს და თავისუფლებას.