გერმანულის გაკვეთილი ეროვნულ მუზეუმში
VIII კლასელ ლოგოსელებს გერმანულის გაკვეთილი ეროვნულ მუზეუმში ჩაუტარდათ. საგაკვეთილო თემა ნივთები, სასმელ-საჭმელი და ფიროსმანის ნახატებში დღესასწაულის აღნიშვნა იყო. მოსწავლეებმა ჯგუფურად და ინდივიდუალურად იმუშავეს. გამოფენის გაცნობის შემდეგ ექსპონატებზე და მათ დეტალებზე ყურადღების გამახვილების საშუალებით სხვადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, განამტკიცეს განვლილი მასალა და შეისწავლეს ახალი გამოთქმები და სიტყვები გერმანულ ენაზე.