ქეთევან ბაცანკალაშვილი
განვითარებისა და ხარისხის მართვის ხელმძღვანელი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა, არის სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი. მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მეცნიერების განვითარების ფონდთან არსებულ ბავშვთა დახმარების ცენტრში თანასწორი განათლების პროგრამების კოორდინატორად, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას გურამ რამიშვილის საავტორო სკოლაში. სწავლობდა და მუშაობდა შვეიცარიის საერთაშორისო სკოლა-პანსიონში Ecole d’Humanite, აქვს ახალგაზრდების ფორმალური და არაფორმალური განათლების პროგრამებზე მუშაობის დიდი გამოცდილება. 2010 წლიდან მუშაობს “ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრში” LEAF. ქეთევანი არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების მენეჯმენტის მაგისტრი, Princeton Review-ს მიერ სერტიფიცირებული SAT-ის პედაგოგი. სკოლა ლოგოსში მუშაობს სასწავლო პროცესის ხელმძღვანელად.