fbpx

” გააზიარე წარმატება” – კვირის სტუმარი: სოფო კოლხიდშვილი

წელს ლოგოსში ახალი მიმართულება წამოვიწყეთ – „მშობლები ლოგოსისთვის“, რომელიც რამდენიმე პროექტს გააერთიანებს.

ერთ-ერთი არის „გააზიარე წარმატება“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას მეცხრე და მეათე კლასელებს.
ეს შეხვედრები ლოგოსელებს აძლევთ შესაძლეებლობას რეალური წარმოდგენა შეიქმნან ამა თუ იმ საქმიანობაზე და მეტად მოემზადონ პროფესიის არჩევნისთვის.

28 თებერვლის სტუმარია სოფო კოლხიდაშვილი – ხელოვნებათმცოდნე, კურატორი და “კორიდორის” თანადამფუძნებელი. დამთავრებული აქვს ხელოვნების ისტორიისა და გამოსახულების თეორიის მაგისტრის ხარისხი ბაზელის უნივერსიტეტში. სოფოს უთანამშრომლია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სახელოვნებო ინსტიტუციებთან, მათ შორის TAF – თბილისის არტ ფეარი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, Art Basel-ი, LISTE Art Fair-ი, Manifesta ბიენალე და ა.შ.
სოფო მრავალი გამოფენის და არტ პროექტის კურატორია, აგრეთვე კითხულობს ლექციებს თანამედროვე ხელოვნების შესახებ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში და კორიდორ სივრცეში. სოფო დაკავებულია ქართული ხელოვნების განვითარების ხელშეწყობით, აქტიურად თანამშრომლობს ახალგაზრდა ხელოვანებთან და ცდილობს ქართული სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცეების გლობალურ არტ სივრცეებთან დაკავშირებას.