fbpx

ამონარიდი შრომის შინაგანაწესიდან საჩივრის წარდგენის პროცედურებთან დაკავშირებით  

!!! დაუშვებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, შევიწროება ან რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია არამარტო სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო პერიოდში, არამედ არასასკოლო პერიოდში, სკოლის გარეთაც: სოციალურ ქსელში,  ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით გაგზავნილი მესიჯების ან სხვა სახით. 

განცხადება/საჩივრის განხილვის წესი 

  

  1. კანონმდებლობითა და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრს (მოსწავლეს, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, თანამშრომელს)  უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს გენერალურ დირექტორს. 
  2. განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და რეგისტრაციაში უნდა გატარდეს სკოლის მიერ დადგენილი წესით; 
  3. განცხადება განიხილება რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში; 
  4. საჩივრის განხილვა ხდება მისი რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში.  
  5. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია საჩივრის/განცხადების განსახილველად 10 სამუშაო დღეზე/ერთ თვეზე მეტი, გენერალური დირექტორი უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება განცხადების/საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით ერთი თვის ვადით; 
  6. განცხადება/საჩივარი შედგენილ უნდა იქნას წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს: ✔ სკოლის დასახელებას; 

✔ განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს (საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით); ✔ მოთხოვნას; 

✔ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას; 

✔ განცხადების/საჩივრის წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას; 

✔ განცხადებაზე/საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 

✔ გასაჩივრებული გადაწვეტილების დასახელებას (საჩივრის შემთხვევაში). 

  1. გენერალური დირექტორის გადაწყვეტილება და მისი ქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით სასამართლოში. 

მოსწავლის უფლების დარღვევის შემთხევაში მიმართვის განხილვის წესი  

  

ყველა მოსწავლეს აქვს უფლება წარადგინოს მიმართვა თავისი უფლებების დარღვევის გამო. მიმართვა უნდა იყოს კეთილსინდისიერი და ემსახურებოდეს სიმართლის დადგენას. 

!!! გახსოვდეს, რომ ცრუ ბრალდება არაკეთილსინდისიერი საქციელია და ამისათვის შენც მოგეთხოვება პასუხი.  ყველა ადამიანი პასუხს აგებს საკუთარ საქციელზე. 

სკოლის მოსწავლის მიმართვა შეიძლება ეხებოდეს მოსწავლის უფლებების დარღვევას უკანონო ქმედების შედეგად. მაგალითად: თუ მოსწავლეს მიაყენეს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუ დაჩაგრეს და ა.შ.

მიმართვის მომზადება 

  

მოსწავლეს აქვს უფლება წარადგინოს მიმართვა ან დამოუკიდებლად, ან მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. მიმართვა არ განიხილება, თუ მასში არ არის მითითებული განმცხადებლის ვინაობა და მისამართი, რომელი უფლება დაირღვა და რას ითხოვს განმცხადებელი. 

მიმართვა უნდა წარედგინოს გენერალურ დირექტორს. იმისათვის, რომ მიმართვა იყოს განხილული,  აუცილებელია მისი რეგისტრაცია. მომზადებული მიმართვა შესაძლებელია: 

✔ ფურცელზე ხელით დაიწეროს ან დაიბეჭდოს, შემდეგ დარეგისტრირდეს სკოლის ადმინისტრაციაში; 

✔ ელექტრონულად გაიგზავნოს სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე – info@logosi.org 

მიმართვის განხილვა 

  

ნებისმიერი მიმართვის განხილვისას მოუსმენენ მოსწავლეს და მის თანაკლასელებს, მიმართვასთან დაკავშირებულ სხვა პირებს, მოიპოვებენ მტკიცებულებებს. მიმართვა განიხილება 10 სამუშაო დღის ვადაში. 

⮚ მასწავლებლის მიმართ პრეტენზიას განიხილავს გენერალური დირექტორი; 

⮚ სკოლის რომელიმე მოსწავლის მიმართ პრეტენზიას განიხილავს დირექტორი; 

⮚ პრეტენზიის საფუძველი შეიძლება გახდეს: გადაწყვეტილება (ქმედება ან უმოქმედობა). 

  

არასდროს დაიხიო უკან, როცა მიიჩნევ, რომ შენი უფლება ირღვევა.  

  

არ შეგეშინდეს! შენი ყველა უფლება დაცულია!