სიახლე

პირველი დღე 2025

ლოგოსში ახალი სასწავლო წელი განსაკუთრებული სითბოთი და მღელვარებით დაიწყო. პირველად გვესტუმრნენ ჩვენი პატარა პირველკლასელები და სკოლამდელი აღზრდის პროგრამის მოსწავლეები, თან კი შემოიტანეს ახალი ენერგია და უამრავი სიხარული. პატარა…

პირველი დღე 2025

ლოგოსში ახალი სასწავლო წელი განსაკუთრებული სითბოთი და მღელვარებით დაიწყო.

პირველად გვესტუმრნენ ჩვენი პატარა პირველკლასელები და სკოლამდელი აღზრდის პროგრამის მოსწავლეები, თან კი შემოიტანეს ახალი ენერგია და უამრავი სიხარული.

პატარა ლოგოსელებს სკოლის სივრცეში სპეციალურად მომზადებული აქტივობები ელოდათ, რომლითაც მათ შეძლეს ერთმანეთთან დაახლოება და გარემოს უფრო ახლოს გაცნობა. ბავშვები სიხარულით სტუმრობდნენ სხვადასხვა სადგურს, წერდნენ საკუთარ სურვილებს, ერთობლივად ქმნიდნენ პატარა ნამუშევრებს და თამაშობდნენ გუნდურ თამაშებს.

ჩვენთვის უდიდესი სიამაყეა, რომ კიდევ ერთი თაობა გვესტუმრა. მოხარული ვართ, რომ ისინი ახლა უკვე ლოგოსში არიან და ერთად იწყებენ თავიანთ პირველ სასკოლო თავგადასავალს.