სიახლე

ჭადრაკის რიგით მე-3 ჩემპიონატი სკოლებს შორის ლოგოსში გაიმართა

საერთაშორისო აკადემია ლოგოსში გაიმართა ჭადრაკის რიგით მე-3 ჩემპიონატი სკოლებს შორის. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა თბილისის 6 სკოლის 41 მოსწავლე. British-Georgian Academy / ბრიტანულ ქართული აკადემია თბილისის კლასიკური გიმნაზია საერთაშორისო…

ჭადრაკის რიგით მე-3 ჩემპიონატი სკოლებს შორის ლოგოსში გაიმართა

საერთაშორისო აკადემია ლოგოსში გაიმართა ჭადრაკის რიგით მე-3 ჩემპიონატი სკოლებს შორის.
ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა თბილისის 6 სკოლის 41 მოსწავლე.

🔸British-Georgian Academy / ბრიტანულ ქართული აკადემია

🔸თბილისის კლასიკური გიმნაზია

🔸საერთაშორისო აკადემია ლოგოსი  • Logos International Academy

🔸Buckswood School – Tbilisi /ბაქსვუდის სკოლა – თბილისი

🔸გიმნაზია ,,შავნაბადა’’

🔸კერძო სკოლა ლილე • Private school Lile

🟠პროექტი წარიმართა ლოგოსის სტუდენტური ცენტრის ხელმძღვანელის ოთო ხმელიძის, ლოგოსის ჭადრაკის მასწავლებლის დათო კაპანაძის და თვითმმართველობის წევრების ალექსანდრე სულხანიშვილის, მარიამ მურღულიას, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის და ელენა წიკლაურის ორგანიზებით.

ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ:
გოგონები
🥇I ადგილი – ბარბარე სხირტლაძე(ბაქსვუდი)
🥈II ადგილი – ელენე შურღაია(ლოგოსი)
🥉III ადგილი – მარიამ მურღულია(ლოგოსი)
ბიჭები
🥇I ადგილი – ლაშა გობეჯიშვილი(შავნაბადა)
🥈II ადგილი – ალექსანდრე დურგლიშვილი(ბრიტანულ-ქართული აკადემია)
🥉III ადგილი – დათა გოგიბერიძე(ბრიტანულ-ქართული აკადემია)

🧡ასევე, გამოვავლინეთ საუკეთესო სკოლა – ,,შავნაბადა”. მათ სამახსოვროდ გადაეცათ ჭადრაკის ექსკლუზიური დაფა, რომლის დამზადებისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით Ceramic Studio 1300 • კერამიკ სტუდიო 1300-ს.

🔷მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ჭადრაკის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის ურთიერთობასა და ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარებას.
💙მადლობა პროექტში მონაწილეობისთვის და ვიმედოვნებთ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

გაიცანით ლოგოსი

ღია კარის დღე ლოგოსში

გელით ლისის ახალ კამპუსზე! გაიგეთ მეტი წინასასკოლო მზაობის პროგრამისა და 1–6 კლასების შესახებ.

დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია.

რეგისტრაცია