სიახლე

დებატ-ტურნირი

საერთაშორისო აკადემია ლოგოსში, „ლიდერთა სკოლის” და ლოგოსის მოსწავლეების, ლიზი ბუხრაშვილის და ქეთო გობრონიძის ორგანიზებით ჩატარდა დებატ-ტურნირი კარლ პოპერის ფორმატით, თემაზე “საქართველოში ქალებსა და კაცებს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები აქვთ“.…

დებატ-ტურნირი
საერთაშორისო აკადემია ლოგოსში, „ლიდერთა სკოლის” და ლოგოსის მოსწავლეების, ლიზი ბუხრაშვილის და ქეთო გობრონიძის ორგანიზებით ჩატარდა დებატ-ტურნირი კარლ პოპერის ფორმატით, თემაზე “საქართველოში ქალებსა და კაცებს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები აქვთ“.
ტურნირში მონაწილეობას იღებდა 9 გუნდი. გუნდებს კონსულტირებას უწევდნენ თბილისისა და ოზურგეთის “ლიდერთა სკოლის” მოსწავლეები.
ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: მტკიცებითი გუნდი – თაკო ვიბლიანი, ანასტასია ღლიღვაშვილი და გიო მაზიაშვილი; უარმყოფელი გუნდი – დიმიტრი დოლიძე, ტასო ჩლაიძე და კიწი ჯაფარიძე. გამარჯვება მოიპოვა უარმყოფელმა გუნდმა.
ტურნირის ბოლოს გამოვლინდა სამი საუკეთესო მომხსენებელი: ირაკლი ახვლედიანი, თაკო ვიბლიანი და დიმიტრი დოლიძე.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და უამრავ წარმატებას გისურვებთ

გაიცანით ლოგოსი

ღია კარის დღე ლოგოსში

გელით ლისის ახალ კამპუსზე! გაიგეთ მეტი წინასასკოლო მზაობის პროგრამისა და 1–6 კლასების შესახებ.

დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია.

რეგისტრაცია