ევროპის დღე
5 მაისს მთელი ევროპა აღნიშნავს ევროპის დღეს. საერთაშორისო აკადემია ლოგოსში IX-X კლასის მოსწავლეებმა, ლოგოსის ინგლისურის მასწავლებლის, ეთოს დახმარებით გამართეს ღონისძიება ამ დღესთან დაკავშირებით.
ლოგოსელებმა გამოხატეს თავიანთი აზრი, თუ რატომ უნდათ რომ მათი ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი.
თითოეულმა მათგანმა ინგლისურ ენაზე წარადგინა ერთ-ერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის შესახებ პრეზენტაცია, თავისი ხელით დაამზადეს იმავე ქვეყნის დროშები, გააცნეს მეგობრებს იმ ქვეყნის კულტურა, რელიგია, საზღვრები, რით გამოირჩევა აღნიშნული ქვეყანა.
ასევე მოამზადეს თავიანთი შერჩეული ქვეყნის ნაციონალური კერძები და ჩაიცვეს ეროვნული ტანსაცმელი.
ლოგოსელებმა მთელი თავისი არსით გამოხატეს მათი დამოკიდებულება ევროპისადმი – ,,ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე ვართ ევროპელები!”