გერმანულის გაკვეთილი/უცხო ენების კვირეული

მე-7 კლასელმა ლოგოსელებმა უცხო ენების კვირეულის ფარგლებში ჩაატარეს ფოტოპრეზენტაცია თემაზე ” ამინდი და წელიწადის დროები”. ბავშვებმა გერმანული ენის გაკვეთილზე გამოფინეს ფოტოები, რომლებიც თავად გადაიღეს სხვადასხვა პერიოდში და ისაუბრეს ამინდზე საქართველოსა და გერმანიაში წელიწადის დროების მიხედვით.