ინსცენირებული სასამართლო პროცესი
უცხოური ენის კვირეულის კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა.
ამჯერად, მე-11 კლასელებმა ინგლისური ენის პედაგოგების ორგანიზებით, დადგეს სასამართლო პროცესის ინსცენირება ინგლისურ ენაზე, ო. ჰენრის მოკლე ამბის მიხედვით.
მოსამზადებელი ეტაპი შემოქმედებითი და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული იყო, პროცესის დღეს დებატები კი სრულიად დაუგეგმავი.
ლოგოსელებმა ვირტუოზულად გაართვეს თავი როლებს!