fbpx

ინტერდისციპლინარული გაკვეთილი – ინგლისური/ქიმია


  • მაისი 23, 2019
ინტერდისციპლინარული გაკვეთილი – ინგლისური/ქიმია

ჩვენმა არაჩვეულებრივმა პედაგოგებმა და მოსწავლეებმა უპრეცედენტო გაკვეთილი ჩაატარეს! უცხოური ენების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ინგლისურისა და ქიმიის გაერთიანებული გაკვეთილი. მოსწავლეებმა ცნობილი ქიმიკოსების როლები მოირგეს და ინგლისურ ენაზე მოგვიყვეს მათი აღმოჩენების შესახებ. გაკვეთილი დაიწყო ბავშების მიერ მომზადებული ვიდეოთი და გაჯერებული იყო შოუს ელემენტებითაც – ქიმიური ცდებით. ისეთი მაგარი კვირეული გვაქვს, რომ ქიმიის მასწავლებლებიც კი ალაპარკდნენ ინგლისურად!