ხელფასიანი სტაჟირება – გრაფიკოს-დიზაინერის პოზიციაზე
“საერთაშორისო აკადემია ლოგოსის” მარკეტინგის კრეატიული გუნდი დიიიდი ენთუზიაზმით ეძებს ახალ წევრს: გრაფიკოს-დიზაინერს ხელფასიან სტაჟირებაზე!
შენ გელის სუპერ მეგობრული სამუშაო გარემო, მრავალფეროვანი გამოცდილება, წინსვლის პერსპექტივა, ბევრი საყვარელი ბავშვი, რომელიც არ მოგცემს ცუდ ხასიათზე ყოფნის საშუალებას და რაც მთავარია, სამსახური, რომელიც ყველაზე კარგ მიზანს, განათლებას ემსახურება!
რისი გაკეთება მოგიწევს:
● გრაფიკული დიზაინის შექმნა (სარეკლამო მასალები, დიზაინის კონცეფცია და ა.შ.)
● სოციალური მედიისთვის დიზაინის შექმა და ვიზუალიზაცია
● მარტივი მოკლე ვიდეოს მონტაჟი (იხილეთ მაგალითები ჩვენს FB გვერდზე)
რა მოთხოვნები გვაქვს:
● სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი!
● CV და პორტფოლიო: მინიმუმ 4, მაქსიმუმ 10 პროექტი / ნამუშევარი. უპირატესობა მიენიჭება პორტფოლიოებს თქვენი დამონტაჟებული ვიდეო მასალით.
● გამართული მეტყველება და წერა ქართულად, ინგლისური ენის კარგად ცოდნა სასურველია.
● აუცილებელია შემდეგი პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator.
● Premier, After Effects – ის ცოდნა (დამწყებ დონეზე) ჩაითვლება უდიდეს უპირატესობად.
პიროვნული თვისებები, რომლებსაც მივანიჭებთ უპირატესობას:
● შემოქმედებითი ხედვა
● ორგანიზებულობა, დროის მენეჯმენტი
● დავალების სწორად გაანალიზების უნარი
● პასუხისმგებლობა, დავალებების დროულად ჩაბარების უნარი
● სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი, ხანდახან
● პუნქტუალობა
● კომუნიკაბელურობა და პროფესიული ზრდის სურვილი
● ენერგიულობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ პორტფოლიო და CV ელექტრონულ ფოსტაზე 25 ივლისამდე: anna.gvelesiani@logosi.org და “subject” ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.