fbpx

LOGOS Christmas Fest-ის შედეგები


  • იანვარი 10, 2023
LOGOS Christmas Fest-ის შედეგები
✨?✨ლოგოსის საშობაო მარკეტმა შესანიშნავად ჩაიარა, ეზოში ჯადოსნური, საახალწლო განწყობა იგრძნობოდა, რაც ლოგოსელი მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წევრების დიდი დამსახურებაა.
?გვყავდა DJ, ლოგოსის გუნდმა საშობაო გალობაც შეასრულა. გაიყიდა უამრავი სასუსნავი და გემრიელობა, ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, ფოტოები. ლოგოსელები სხვადასხვა ჯადოსნურ გმირებადაც კი გადაიქცნენ. ასევე შევხვდით ბევრ ჩვენს კურსდამთავრებულს და კიდევ უფრო თბილი გახდა ეს ჯადოსნური დღე.
?გიზიარებთ ჩვენი მთავარი მიზნის შედეგებსაც:
როგორც იცით, წლევანდელი მარკეტი ეძღვნებოდა პატარა ეფემიას, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება. ჯამში შეგროვებულმა თანხამ შეადგინა 6900 ლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია ლოგოსის Christmes fest-ების ისტორიაში. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით, თითოეულ ლოგოსელ მასწავლებელს და მოსწავლეს განსაკუთრებული მონდომებისთვის.
დიიდი მადლობა ყველა სტუმარს! ძალიან გვიხარია თქვენი ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში!
ეფემიას და მის ოჯახს ვუსურვებთ ბედნიერ, სიყვარულით და სილაღით სავსე წელს!?