fbpx

LOGOS Game Day 2023


  • ივნისი 5, 2023
LOGOS Game Day 2023
??ლოგოსის თამაშების დღე სკოლის კალენდარში ყველაზე ბედნიერი დღეა! ტრადიციულად, წელსაც სურპრიზი იყო ლოგოსელებისთვის.
?ამ დღეს ყველა ლოგოსელს, სკოლაში მოსვლისას ვატყობინებთ, რომ გაკვეთილები ცდება და მთელი დღე ვთამაშობთ!
ყველა პოულობს თავისთვის საინტერესო გასართობ აქტივობას, მოსწავლე, მასწავლებელი თუ ადმინისტრაციის თანამშრომელი.
??დილა დავიწყეთ ვეებერთელა რობოტების დახვედრით, რომლებმაც ამცნეს სკოლაში მოსულებს გაკვეთილების გაცდენისა და გართობის დღის შესახებ.
?პატარა ლოგოსელები ანიმატორებთან ერთად ცეკვა თამაშში ჩაერთნენ და ეზოში დიიდი ჟრიამული გამართეს.
?მე-5-მე-12 კლასელი ლოგოსელებისთვის მთელი 2 სართულის კლასებში სხვადასხვა სახის გასართობ-განმავითარებელი აქტივობები მოვაწყვეთ.
? ჩვენმა ძვირფასმა მასწავლებლებმა გემრიელობებზე იზრუნეს და გართობისგან დაღლილებს უამრავი სასუსნავი დაახვედრეს.
??მადლობას გიხდით ყველა თანამშრომელს ამ დაუვიწყარი დღის მოწყობისთვის და კიდევ ერთი, საყვარელი მოგონების შექმნისთვის!