fbpx

“Logos Vox-ის“ პრეზენტაცია


  • ოქტომბერი 23, 2023
“Logos Vox-ის“ პრეზენტაცია
? ლოგოსის IX-XII კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს ლოგოსის გაზეთ “Logos Vox-ის“ პირველი გამოცემა, რომლის შექმნისთვისაც 6 რუბრიკაში (ლიტერატურა, სპორტი, სწავლება უცხოეთში, არასასკოლო აქტივობები, ხელოვნება, აქტუალური თემები) მოამზადეს საინტერესო შემეცნებითი და პოპულარული სტატიები და ინტერვიუები ლოგოსელების სურვილის გათვალისწინებით. თავადვე იმუშავეს გაზეთის ვებგვერდის აწყობაზე.
? პრეზენტაციამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ლოგოსელმა ნია წულაიამ ისაუბრა გაზეთის შექმნის იდეასა და ისტორიაზე, სტატიების ავტორებმა კი, რუბრიკების მიხედვით, წარადგინეს თავიანთი ნაშრომები.
? პრეზენტაციის შედეგად ლოგოსელები მომავალში უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული გაზეთის შემდეგი გამოცემების შექმნის პროცესში. გაზეთის შექმნასთან ერთად სხვადასხვა კლასის ლოგოსელები გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას, რაც მათ მისცემს სოციალური და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობას, მისწრაფებებისა და ინტერესების რეალიზების საშუალებას; წაახალისებს მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლო აქტივობებში.
?ლოგოსელების გაზეთი, “Logos VOX” იხილეთ ბმულზე: