სიახლე

ლოგოსი თბილი ზამთრისთვის

კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის და პატარა გამოწვევაც. ლოგოსის სკოლამდელი აღზრდის ჯგუფში ზღაპრების სერია დათვ ბუბუზე გრძელდება. ზღაპარში ბუბუ ყველაზე პატარა ლოგოსელების ჯგუფელი გახდა და ისინი ერთად დაეხმარნენ ადამიანებს,…

ლოგოსი თბილი ზამთრისთვის
კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის და პატარა გამოწვევაც.
ლოგოსის სკოლამდელი აღზრდის ჯგუფში ზღაპრების სერია დათვ ბუბუზე გრძელდება.
ზღაპარში ბუბუ ყველაზე პატარა ლოგოსელების ჯგუფელი გახდა და ისინი ერთად დაეხმარნენ ადამიანებს, ვისაც ამ ცივ ამინდებში თბილი ტანსაცმელი სჭირდებათ.
სკოლამდელებმა და მათმა მასწავლებლებმა გადაწყვიტეს ეს ზღაპარი რეალობად ექციათ და თავიანთი თბილი ქურთუკები გარეთ დატოვეს(იხილეთ ფოტოები).
ახლა კი პატარა ლოგოსელები იწვევენ ყველა დანარჩენ ლოგოსელს. გადააწყვეთ თბილი ტანსაცმელი და გაიტანეთ გარეთ მათთვის ვისაც ეს თქვენზე მეტად სჭირდება.
ატვირთეთ ფოტოები სოციალურ ქსელში #ლოგოსითბილიზამთრისთვის ამ ჰეშთეგით.
ერთად დავათბოთ ზამთარი!

გაიცანით ლოგოსი

ღია კარის დღე ლოგოსში

გელით ლისის ახალ კამპუსზე! გაიგეთ მეტი წინასასკოლო მზაობის პროგრამისა და 1–6 კლასების შესახებ.

დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია.

რეგისტრაცია