fbpx

ლოგოსის თამაშების დღე (5-12 კლასები)


  • მაისი 30, 2022
ლოგოსის თამაშების დღე (5-12 კლასები)
🥳🥳დღეს დიდი ღიმილით და სიამაყით გიზიარებთ ლოგოსის მრავალწლიან ისტორიაში მოსწავლეებიისთვის ყველაზე ბედნიერი და ხალისიანი დღის ამბავს.
🔵ნაწილი მეორე:
ერთ რიგით სასწავლო დღეს, ლოგოსელები სკოლაში მოვიდნენ. მათ არაფერი იცოდნენ ჩვენი დიდი ხნის დაგეგმილი სურპრიზის შესახებ. ამ დღისთვის ლოგოსის მთელი გუნდი 100%-იანი ჩართულობით კვირების განმავლობაში ემზადებოდა. ❤
სკოლის შემოსასვლელში მოსწავლეებს ადმინისტრაციის წევრებმა ახარეს, რომ დღეს “ლოგოსის თამაშების დღეა”, ანუ …. 🥁🥁🥁 ყველა გაკვეთილი ცდება და მთელი დღე თამაშობენ! 🧡🥳🤯
😍მთელი 2 სართულის საკლასო ოთახები სათამაშო პუნქტებად ვაქციეთ, სადაც ბავშვებმა დაუვიწყარი დრო გაატარეს. ლოგოსელებს დაურიგათ “თამაშის დღის” გზამკვლევები, სადაც ნახავდით წესებს, პროგრამას და რომელ საკლასო ოთახში რისი თამაში შეეძლოთ.
🔶ოთახებში შეხვდებოდით შემდეგ თამაშებს:
🔹2K
🔹FIFA
🔹კატანი
🔹ნარდი
🔹უნო
🔹მაფიოზობანა
🔹ცნობილი ადამიანების გამოცნობა
🔹ჭადრაკი
🔹ჯენგა
🔹ტვისტერი
🤩ასევე გვქოდნა მოწყობილი კარაოკეს ოთახი, TikTok challange-ის ოთახი და კინო-ჩვენება.
ლოგოსელმა მასწავლებლებმა მთელი გულით და სულით იზრუნეს გემრიელობებით გამასპინძლებაზე. ❤
🥰ლოგოსის შენობაში ბავშვების ლაღი ჟრიამული ჩვეული ამბავია, თუმცა ეს დღე განსაკუთრებულად პოზიტიური იყო, უკლებლივ ყველა იღიმოდა, მღეროდა, ცეკვავდა, თამაშობდა და ბედნიერი იყო.
🧡💙კიდევ უფრო გაძლიერდა ჩვენი ლოგოსური მეგობრობა და უამრავი დაუვწყარი მოგონება დაგვრჩა სახსოვრად.
დიდ მადლობას ვუხდით ლოგოსის ყველა თანამშრომელს, ამ ფანტასტიკური დღისთვის და საიდუმლოს ბოლო წამამდე შენახვისთვის! ❤