fbpx

მასწავლებლების ტრენინგი


  • სექტემბერი 6, 2019
მასწავლებლების ტრენინგი

ლოგოსის უმთავრესი მიზანია სასწავლო პროცესი იყოს მოსწავლის ინდივიდუალიზმზე მორგებული და ეფექტური, თავად სკოლა კი ადგილი, სადაც მუშაობაც და სწავლაც გვეხალისება. ამ მიზნების განხორციელების გარანტია გახლავთ ლოგოსის პროგრესიულ პროფესიონალთა გუნდი.

გუშინ და დღეს ტრენინგები სწორედ ამ საკითხებს დაეთმო: როგორ უნდა ამოვიცნოთ მოსწავლის მოტივაცია/ენთუზიაზმი და დავუგეგმოთ შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი.

ტრენინგის მეორე ნაწილის განმავლობაში მთელი ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა იდეებზე, თუ როგორ შეიძლება გავხადოთ სკოლა უკეთესი სამუშაო და სასწავლო სივრცე.

როცა ამდენი ნათელი გონება ერთ ადგილას ერთი მიზნისთვის იყრის თავს, საოცრებებს უნდა ველოდოთ!

ადევნეთ თვალ-ყური ჩვენს საოცრებებით სასვე სასკოლო ცხოვრებას.