“მე ვიცი ქართული ენა”

მშობლიური ენის პოპულარიზაციისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით ლოგოსში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ ჩაატარა გრამატიკის კონკურსის “მე ვიცი ქართული ენა” პირველი ტური, რომელშიც მონაწილეობდნენ IX-XII კლასის მოსწავლეები. გამარჯვებულებისთვის მარტსა და აპრილში იგეგმება მეორე და მესამე ტურები.