ნიკა ქინქლაძე სტუმრად ლოგოსში
ხარისხიანი განათლება და წარმატებული კარიერა, რა თქმა უნდა, კარგია… თუმცა ხშირად ცხოვრების რუტინებში საკუთარ თავისუფლებასა და ბედნიერებაზე ფიქრი გვავიწყდება. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყველას გვესაჭიროება ჩვენს თავთან კომფორტი და სილაღე, რომელიც სულაც არ არის ადვილი შესანარჩუნებელი.
სწორედ ამ საკითხებთან სასაუბროდ ლოგოსელებს ესტუმრათ წრფელი გულისა და თავისფულების მწვრთნელი ნიკა ქინქლაძე, რომელმაც ძალიან ეფექტური ტრენინგი ჩაატარა. შეხვედრა დიდ ხანს და ემოციურად გაგრძელდა, ბოლოს კი ბევრი თბილი ჩახუტებით დასრულდა.