პირველკლასელების გაცნობა

დადგა დღე როცა პირველკლასელები საკლასო ოთახში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს! პირველი შთაბეჭდილება, მოგეხსენებათ, უმნიშვნელოვანესია! ამიტომაც ერთმანეთის გაცნობას ძალიან სერიოზულად მიუდგნენ: საკუთარ თავებზე პოსტერები შექმნეს და ასე წარუდგნენ თანაკლასელებს.
ეჭვიც არ გვეპარება, რომ ძალიან იმეგობრებენ. ვუსურვებთ უამრავ ლოგოსურ თავგადასავალსა და ბედნიერ სასწავლო წელს!