რატი ამაღლობელი სტუმრად ლოგოსში

ლოგოსელები დიდი ინტერესით ელოდნენ პოეტთან და მის ტექსტებთან შეხვედრას. ბევრი ლექსი წაიკითხეს, ისაუბრეს მათზე – განიხილეს და შეაფასეს. გზადაგზა ბატონი რატი მოსწავლეთა და მასწავლებელთა შეკითხვებს უპასუხებდა. ლოგოსელებმა სტუმარს გააცნეს მათ მიერ დაფუძნებული ელექტრონული ლიტერატურული ჟურნალი და ამ გამოცემისთვის პირველი ბლიც-ინტერვიუც ჩაიწერეს.