უკრაინის მხარდასაჭერად ლოგოსელებმა საქველმოქმედო სპექტაკლი – “და აღარვინ დარჩა” დადგეს საოცარი შესრულებით. დიდ ხანს გაგვყვება დაუვიწყარი მუხტი და შთაბეჭდილებები.
სპექტაკლი ამავე სახელწოდების აგათა კრისტის რომანის მიხედვით, მე-12 კლასელი რეჟისორების, გიორგი მაზიაშვილის და ქეთო გობრონიძის მიერ დაიდგა.
გაყიდული ბილეთებიდან შემოსული, ასევე ლოგოსში განთავსებული ყუთებიდან შეგროვებული თანხა (1800 ლარი) მთლიანად გადაირიცხება უკრაინის დასახმარებელ ფონდში.
მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო სპექტაკლის დადგმაში და ბილეთების შეძენაში!
ჩვენ ვიყენებთ cookies რათა შემოგთავაზოთ უკეთესი სერვისი და მეტი კომფორტულობა. ჩვენი საიტით სარგებლობით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებსვეთანხმები