სასწავლო წლის პირველი დღე

WELCOME TO LOGOS!
ყოველ ჯერზე ვცდილობთ სასწავლო წლის პირველი დღე განსაკუთრებული იყოს. წელს გამორჩეული წელია: ლოგოსი 10 წლის გახდა! ამიტომაც, ჩვეულზე უფრო დიდი ზარ-ზეიმით შევეგებეთ ამ დღეს.
ჩვენს პატარებთან ერთად იყო “გასართობი ავტობუსი” და ძააალიან ბევრი ვითამაშეთ.
“ექსპერიმენტორიუმმა” 7-8 კლასლეთათვის შეჯიბრები მოაწყო და ქიმიური ცდების შოუთი დააგვირგვინა.
უფროსკლასელებს დათო გოგიჩაიშვილი ესაუბრა განთლების ღირებულებებზე.
ბოლოს “ნიუტონის” კონცერტით დავასრულეთ დღე!
ყველას გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერ, ლაღ, საინტერესო და უწარმატებულეს სასწავლო წელს!