fbpx

Science Fair ლოგოსში


  • ივნისი 20, 2022
Science Fair ლოგოსში
👩‍🔬👨‍🔬Science Fair ლოგოსში!
🧡ლოგოსელებმა ბევრი იმუშავეს და შედეგად გასაოცარი მეცნიერული პროექტები მოამზადეს და წარადგინეს ჟიურის წინაშე.
🌎წარდგენილი პროექტები ეხებოდა მწვავე პრობლემებს, იყო ინფორმაციულად დახუნძლული და ვიზუალურად თვალსაჩინო.
🪐1. “ინტერსტელარი” – დროისა და სივრცის კონტინიუმი.
გაარჩიეს ფილმის სიუჟეტში ასახული დროში მოგზაურობა პრაქტიკული მაგალითით.
👩‍🚀2. ასტრონავტების მზადება.
გვიამბეს და დაამზადეს მაკეტები, ვიზუალური მასალა ყველა იმ ეტაპზე, რომელსაც ასტრონავტი გადის კოსმოსში გაფრენამდე.
🦠3. დაავადებები კოსმოსში.
ისაუბრეს კოსმოსიდან დაავადებების წარმოშობაზე და მის პრევენციებზე.
🎈4. სამეცნიერო ბუშტი.
ლოგოსელებმა წარმოადგინეს სამეცნიერო ბუშტის მარტივი ანალოგი, რომლითაც მეცნიერები საზღვრავენ ამინდს, ქარის სიჩქარეს, ტემპერატურას და ატმოსფერულ წნევას.
☀️5. მზის პანელები.
ააწყვეს პატარა მზის პანელიანი ძრავა, ისაუბრეს მზის ენერგიის მნიშნელობაზე, ეკოლოგიაზე.
🤖6. მარსის როვერი – “ნუგზარიკო”.
შექმნეს მარსის როვერის მსგავსი პატარა რობოტი, რომელიც ცეკვავს და მღერის კიდეც.😁
🌌7. ღამის ცა.
შექმნეს სანათი, რომელიც თანავარსკვლავედების ძალიან ლამაზ პროექციას ახდენს ოთახის ჭერზე.
😍მადლობა ლოგოსელებს ასეთი მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი პროექტებისთვის!
🤗მომავალში ღონისძიების მასშტაბებს გავზრდით და კიდევ მეტ პროექტს ველით თქვენგან.