სტუმრობა ,,სოციალურ სახლში”
ლოგოსის მოსწავლეებმა და სტუდენტურმა ცენტრმა ტრადიციისამებრ წლევანდელ ახალ წელსაც იზრუნეს მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
ამჯერად ვესტუმრეთ ,,სოციალურ სახლს”.
ლოგოსელებმა პატარებს გადასცეს ტკბილეული, წიგნები და ის საჩუქრები, რაც საახალწლოდ თოვლის ბაბუას მისწერეს.
უზომოდ ბედნიერები ვიყავით ჩვენც და ბავშვებიც!
დიდი მადლობა ,,სოციალურ სახლს” ასეთი შესაძლებლობისთვის და იმ საქმისთვის რასაც ემსახურებიან.