შპს საერთაშორისო აკადემია ლოგოსის ძირითადი წესები მოსწავლეთათვის
1. დაუშვებელია სკოლის ტერიტორიის დატოვება სასწავლო პროცესის დროს, ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე;
2. დაუშვებელია გაკვეთილის ან სხვა საგანმანთლებლო ღონისძიების გაცდენა ან დაგვიანებით მოსვლა, საპატიო მიზეზისა და ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე, დაუშვებელია გაკვეთილის ჩაშლა, ჩაშლის მცდელობა;
3. დაუშვებელია მობილური ტელეფონებისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესის დროს, მასწავლებლის თანხმობის გარეშე;
4. დაუშვებელია თამბაქოს, ნარკოტიკული ნივთიერებების, ალკოჰოლური სასმელისა და იარაღის შემოტანა / მოხმარება სკოლის ტერიტორიაზე;
5. დაუშვებელია მოსწავლის ან სკოლის თანამშრომლის დისკრიმინაცია კანის ფერის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის ან შეზღუდული შესაძლებლობების გამო; დაუშვებელია ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა;
6. დაუშვებელია სკოლის შენობის, მასში არსებული სასწავლო ნივთების, მოწყობილობებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დაზიანება. დაზიანების შემთხვევაში მოსწავლე ვალდებულია აანაზღაუროს სკოლისათვის მიყენებული ზარალი;
7. სკოლაში ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა ღონისძიებაზე მოსწავლის მეტყველება, ქცევა და ჩაცმულობა უნდა შეესაბამებოდეს აკადემიურ სტილს;
8. დაუშვებელია სხვისი ფოტო, ვიდეო, აუდიო გადაღება და გავრცელება პირის (კანონიერი წარმომადგენლის) თანხმობის გარეშე;
9. დაუშვებელია სხვისი სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, უღირსად მოხსენიება, ფსიქოლოგიური ზეწოლა, დამცირება.
10. დაუშვებელია სოციალურ ქსელში შექმნილ სკოლის ჯგუფებში უხამსი ფოტო/ვიდეო მასალის გავრცელება და ბილწსიტყვაობა.
პასუხისმგებლობა ლოგოსის ძირითადი წესების დარღვევის შემთხვევაში
მოსწავლის დისციპლინური სახდელია:
ა) სიტყვიერი შენიშვნა;
ბ) წერილობითი გაფრთხილება;
გ) საყვედური;
დ) სასტიკი საყვედური;
ე) გაკვეთილიდან გაძევება;
ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა (10 დღემდე);
ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;
თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე).