fbpx

ეთერ ბერიშვილი

ინგლისური ენის პედაგოგი


დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხოენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებიდანვე აქტიურადაა ჩართული სასწავლო-მეთოდურ საქმიანობაში. მუშაობდა ქ. თბილისის გრიგოლ ხანძთელის სახელობის N1-ლექსპერიმენტულ საშუალო სკოლაში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტ „ალმა-მატერ“ში, ESM სკოლა-ლიცეუმში, ასწავლიდა ინგლისურ ენას უცხო ენათა შემსწავლელ ცენტრში “CELS“. თავისი პედაგოგიური საქმიანობა ეთერ ბერიშვილმა დაუკავშირა სწავლების სატელევიზიო პრაქტიკასაც. I-V კლასის მოსწავლეთათვის ჩაწერილი აქვს ასზე მეტი გაკვეთილიკომპანია „სილქნეტის“გადაცემა – “საშინაო სკოლა”ში. 2010-2017 წლებში მუშაობდა როგორც ინგლისური ენის მასწვლებლად ასვე
ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელად ქ.თბილისის ევროპულ სკოლაში. 2018 წლიდან დღემდე მუშაობს საერთაშორისო აკადემია ლოგოსში. მასწავლებელთა საქმინობის და პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი. თანამშრომლობს „ინგლისურ წიგთან საქართველოში“ და„ბრიტანულ საბჭოსთან“. პროფესიული განვითარების ამაღლების მიზნით სისტემატურად ესწრება ტრეინინგებს და აქვს მიღებული შესაბამისი სერტიფიკატები. 2016
წლიდან ეწევა ტრენერობას.