fbpx

ლალი დათაშვილი

ქართული ენის პედაგოგი


1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1991 წელს დაამთავდა ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა  ქართულ -ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების განხრით.  1997 წელს  მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, 1998 წელს-დოცენტის წოდება , 2008 წელს კი პროფესორის წოდება.  2009-2011 წლებში იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აკრედიტირებული პროგრამის „ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნა და მისი სწავლების მეთოდიკა“ ავტორი და ტრენინგის ხელმძღვანელი. 2008 წლიდან არის საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის ჰუმანიტარული მიმართულების პროფესორი, ასევე,  სასულიერო აკადემიის პროფესორი. არის სამეცნიერო-მეთოდური წიგნებისა და სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი.  ასევე, ბროშურების  „ტესტები პედაგოგთა ატესტაციისთვის“  და „სასკოლო ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეთათვის“ ავტორი.  სკოლა ლოგოსში ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას.