fbpx

ლევან ახვლედიანი

ისტორიის პედაგოგი


ლევან ახვლედიანმა 1983 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არაბეთის ისტორიის განხრით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა გურამ რამიშვილის მე – 6 საავტორო სკოლაში ჯერ მასწავლებლად, ხოლო შემდეგ დირექტორად, ასევე – სენტ-ეგზიუპერის სახელობის სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. ლევან ახვლედიანი მუშაობდა : თბილისის აზია-აფრიკის (შემდგომში თავისუფალ უნივერსიტეტში) ინსტიტუტში  და კითხულობდა ლექციების კურსს – მსოფლიო ისტორიაში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე უძღვებოდა ლექციების კურსს – „ისლამური სამყარო“. 2005 – 2010 წლებში  მუშაობდა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში ისტორიის ექსპერტად, ხოლო 2010 წლიდან დღემდე – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საზოგადოებრივი მეცნიერებების ექსპერტ-კონსულტანტად და ისტორიის კონსულტანტად. სკოლა ლოგოსში ასწავლის ისტორიას.