მაია ნიკოლაიშვილი
ისტორიის პედაგოგი
დაამთავრა თბილისის სახ. უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პარალელურად მუშაობდა თბილისის ხელოვნების სახ. მუზეუმში. 1995 წლიდან მუშაობა განაგრძო 128-ე საჯარო სკოლაში სადაც მუშაობდა 17 წლის მანძილზე. 2002 წელს განათლების სამინისტრომ დააჯილდოვა საქართველოს ისტორიის პროპაგანდის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის. 2003 წელს გახდა ქ. თბილისის ჩემპიონი პედაგოგთა შორის ინტელექტუალურ თამაშში „მემატიანე“. სხვადასხვა დროს დაჯილდოვებული იყო სასწავლო -შემოქმედებით კონფერენციებსა თუ პედკითხვებში აქტიური მონაწილეობისთვის.
2007-2008 წლებში მუშაობდა TBS-TV სტუდიასა და I არხის ერთობლივ პროექტში „დიდი ათეული“. იყო პროექტის ბიოგრაფი. 2011 წელს წარმატებით ჩააბარა გამოცდები და გახდა სერტიფიცირებული პედაგოგი. 2016-2018 წლებში მუშაობდა სკოლა-პანსიონ ,,მთიებში“. ამჟამად მუშაობს “საერთაშორისო აკადემია ლოგოსში“.