fbpx

5 მარტივი თამაში 5-7 წლის ბავშვისთვის სახლში


  • ნოემბერი 26, 2021
5 მარტივი თამაში 5-7 წლის ბავშვისთვის სახლში

დამღლელი სამუშაო დღის მერე სახლში ბრუნდები. ერთი სული გაქვს კომფორტულად მოკალათდე და ცოტა ხანი განტვირთვას დაუთმო. შებიჯებისთანავე შენი პატარა სიხარულით გეგებება, გეხუტება და ძალიან გთხოვს, რომ ეთამაშო…? 

ზუსტად ვიცით ამ დროს შენი ფიქრები! და საერთოდ არ უნდა გრძნობდე თავს დამნაშავედ ამ ფიქრების არსებობის გამო!? ყველას გვჭირდება ცოტა დრო მაინც პირადი კომფორტისთვის. აუცილებელიცაა, განტვირთვა შეძლო რათა ახალი ენერგიითა და ხალისით განაგრძო შენი დღე.??

არ არის აუცილებელი გამოსავალი ყოველთვის ეკრანთან გართობის შეთავაზება იყოს. ყველა მშობელს გვსურს, ბავშვმა მაქსიმალურად ნაყოფიერი დრო გაატაროს, ბევრი ითამაშოს და ეკრანდამოკიდებულებისთვის არ გავწიროთ. ისიც აუცილებელია, რომ ბავშვს დამოუკიდებლად თამაში შეეძლოს. ამ დროს ბევრ სიახლეს აღმოაჩენს და მნიშვნელოვან უნარებს იძენს. ამიტომაც გთავაზობთ ორივესთვის, მშობლისა და ბავშვისთვის, სასარგებლო გამოსავლს.

? შევარჩიეთ 5 მარტივი თამაში, რომელიც ძალიან გაართობს პატარას და შენც მოგცემს მშვიდად ყოფნის დროს. შენი შვილის საყვარელი არსებებიც შეგიძლია ჩართო თამაშებში და უფრო შეუწყო ხელი მისი ენთუზიაზმის გაღვივებას. ეს თამაშები შეიძლება ითამაშოს ერთმა ან მეტმა ბავშვმა. ყველა აქტივობა ხელს უწყობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარის განვითარებას.

1. პატარა კოლექციონერი

??‍♀️??‍♂️ ეს თამაში ძალიან მარტივია და საერთოდ არ საჭიროებს ზედმეტ ინვენტარს. ჩვენ შენთვის გავამზადეთ საგნების ჩამონათვალი, რომელიც ბავშვმა უნდა იპოვოს. შეგიძლია ამობეჭდო და მისცე. თუ კარგად ვერ კითხულობს, უბრალოდ უთხრა. მიჰყევი ბმულს, რომ საბეჭდი ფაილი გახსნა:
https://bit.ly/patara-koleqcioneri
თუ ყველა ნივთს შეაგროვებ, ომახიანად შეაქე და დიდი ხალისით უთხარი, რომ  გადავიდა მეორე ტურში. ყველა ნივთს თუ ისევ თავის ადგილას დააბრუნებს, დაჯილდოვდება მისის საყვარელი სასუსნავით.

?
ეს აქტივობა ბავშვს ეხმარება აღიქვას, შეაფასოს და დააჯგუფოს ზომა, მოცულობა და ბევრი სხვა მახასიათებელი.

 

2. ბუშტების ტენისი

?ეს აქტივობა ძალიან კარგია მსხვილი მოტორიკის განსავითარებლად.

✔️ დაგჭირდება ერთჯერადი ქაღალდის თეფშები, ბუშტები, სახაზავი, ჯოხი ან მსგავსი ნივთი. სახაზავს ან ჯოხს ერთ კიდეში მიაკარი ქაღალდის თეფში, ისე რომ ჩოგანივით გამოიყენის ბავშვმა. გაბერე 1-2 ცალი ბუშტი და მხიარულებისთვის მზად ხართ!

თუ მარტო თამაშობს შეგიძლია მიუთითო, რომ კედელს ესროლოს ჩოგნით ბუშტი და ასხლეტილის დარტყმა სცადოს, ისე რომ არ დაუვარდეს. ან უბრალოდ აკენწლვაც სახალისო იქნება.


3.
საიდუმლო აგენტი ლაზერებში

ფოტო: Jumpin Honey

?? ამ თამაშში ბავშვი არის საიდუმლო აგენტი უმნიშვნელოვანეს მისიაზე. უნდა დაიბრუნოს უძვრიფასესი ნივთი, რომელიც დიდი ხნის წინ გაიტაცეს ბოროტმოქმედებმა .ეს ნივთი ნებისმიერ რამ შეიძლება იყოს რაც მარტივად ხელმისაწვდომია შენთვის და უსაფრთხოა ბავშვისთვის. აქამდე ვერავინ შეძლო მისი უკან დაბრუნდება. საიდუმლო აგენტი სპეციალურად შეირჩა მისი განსაკუთრებულობის გამო. ის უნდა გაძვრეს ცეცხლოვან ლაზერებში, რათა ნივთამდე მივიდეს და უკან გამოძვრეს ნივთთან ერთად.

✔️დაგჭირდებათ ქაღალდის ან ძაფები. გააკარით  ძაფები ან სკოჩები ჰოლში კედლიდან კედლამდე ან სკამებს შორის, ისე რომ ბავშვმა გაძრომა შეძლოს. სირთულე თქვენ განსაზღრეთ.

? კარგია მსხვილი და ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის. საკმაოდ დიდი ფიზიკური დატვირთვაცაა და მოგვიანებით მისი დაძინებაც უფრო მარტივი იქნება.

 

4. ქაღალდის პირამიდა

 

✔️ ამ თამაშს მხოლოდ ერთჯერადი ქაღალდის ჭიქები სჭირდება, რომლებსაც ნახავ ნებისმიერ მაღაზიაში სახლთან ახლოს. მიზანია აშენდეს რაც შეიძლება მაღალი კოშკი ან პირამიდა. კოშკის აშენება კარგი გასართობია, მაგრამ დანგრევა კიდევ უფრო სახალისოა. ?  დანგრევა შესაძლებელია სულის შებერვით, მსუბუქი ნივთის სროლით, ან ქვედა ჭიქის გამოცლით. თუ თამაშის გაგრძლებას მოისურვებს, შემდეგ ეტაპი სხვანაირი ფორმის კოშკის აშენება შეიძლება იყოს. 

 

5. ყინულზე ხატვა

 

ფოტო: 7 Days of Play

? ? საღებავებით ხატვა ძალიან მოსწონთ ბავშვებს! ეს აქტივობა ხატვის პროცესს ჯადოსნურს გახდის. შეგიძლია ჩვეულებრივი ყინულის კუბიკები გამოიყენო, ან წინასწარ მოამზადო ყინულის ფირფიტა განიერ პლასტმასის კონტეინერში. ყინულს ვაწყობთ ლანგარზე ან შედარებით ღრმა თეფშზე, რომ ლღობის დროს წყალი არ გადმოვიდეს. მოკლედ, როგორც მოგიხერხდება. ასევე, დაგჭირდება ნებისმიერი წყლის საღებავები და ფუნჯი. ყინულზე ფერები სხვადასხვანაირად გაიშლება. ყველაზე სახალისო ის არის, რომ შეუძლია ყინული გარეციხოს და თავიდან დაიწყოს მისი გაფერადება. ეს თამაში დიდი ხნით დააკავებს ბავშვს და თქვენც მშვიდად შეძლებთ დასვენებას.


იმედია გამოგადება ჩვენი რჩევები, სასიამოვნო გართობას და დასვენებას გისურვებთ! ?