fbpx

საახალწლო აქტივობები ბავშვისთვის


  • დეკემბერი 21, 2021
საახალწლო აქტივობები ბავშვისთვის

საშობაო დეკორაციები და თამაშები ძაააალიან გვიყვარს ლოგოსის ელფებს. ჰო და გადავწყვიტეთ, შენთვისა და შენი პატარასთვის პატარა ელფური საჩუქარი გაგვეკეთებინა.

გაგიმზადეთ უმარტივესი და ულამაზესი დასაბეჭდი საახალწლო დეკორაციები და რამდენიმე აქტივობაც. დაგჭირდება მხოლოდ პრინტერი, წებო, ფერადი ფანქრები და რამდენიმე ლამაზი ლენტი.


საბეჭდი ვერსიები იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/saaxalwlo-aqtivobebi


წერილი თოვლის ბაბუას

გაგიმზადეთ თოვლის ბაბუასთან წერილის ფორმა, რომელსაც წერის მცოდნე ბავშვი მარტივად შეავსებს. თუ ჯერ წერა არ იცის, შეგიძლია დაეხმარო შევსებაში.

ეს წერილი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. ბავშვს აძლევს თვითშეფასების საშუალებას. ასევე, აფიქრებს თავის მიღწევებზე და ეხმარება თვითრწმენის ჩამოყალიბებაში. კეთილი საქმეების დაგეგმვაშიც ეხმარება.

შენც, ძვირფასო სანტავ, ბევრი ფიქრი არ მოგიწევს საჩუქარზე.


ქაღალდის ანგელოზი და თოვლის ბაბუა

ამ უსაყვარლესი დეკორაციების გასაკეთებლად მხოლოდ მაკრატელი და ფერადი ფანქრები გჭირდება (თუ გაფერადების სურვილი გექნება.)

თუ გაფერადება გსურს, ჯერ გააფერადე და შემდეგ დაიწყე გამოჭრა.
მიჰყევი კონტურებს და გამოჭერი ფორმები. შემდეგ კონუსისებრად დაახვიე და სპეციალური სამაგრით, რომელიც უკან აქვს შეკარი დეკორაცია. სულ ეს არის! შეგიძლია ლამაზი ლენტიც მიამაგრო და ნაძვის ხეზე დაკიდო. ან თაროებზეც სიამოვნებით დასკუპდებიან.

ქაღალდის საშობაო სახლები

ესეთი სახლუკები განსაკუთრებით უხდება ამ დღესასწაულს. პრინციპი აქაც მარტივია. მხოლოდ გამოჭრას და დაწებებას საჭიროებს.


საახალწლო კომიქისი

ეს აქტივობაც ძალიან სახალისოა და სამუდამოდ დაგრჩება სახსოვრად.
გაგიმზადეთ პატარა საახალწლო კომიქსის 2 გასაფერადებელი ვერსია. დავტოვეთ დიალოგის ტექსტის ადგილები, რომელიც შენ და შენმა პატარამ ერთად უნდა მოიფიქროთ. ძალიან გაგვახარებთ, თუ გაგვიზიარეთ თქვენს კომიქსებს!

იმედია, მოგეწონა ჩვენი მცირე საჩუქრები.

გისურვებთ ბედნიერ და ხალისიან შობა-ახალ წელს!

სიყვარულით,
ლოგოსის ელფები