fbpx

7-11 კლასების ღია კარის დღე ლოგოსში

“საერთაშორისო აკადემია ლოგოსში” ვაცხადებთ მიღებას 1-11 კლასებსა და სკოლამდელი აღზრდის პროგრამაზე. “ლოგოსში” სწავლის გაგრძელების მსურველებმა იჩქარეთ და გვეწვიეთ ღია კარის დღეზე.
❗ღია კარის დღე 7-11 კლასელებისთვისაა განკუთვნილი.
დაწყებითი საფეხურის ღია კარის დღე შედგება 27 მარტს დღეს 19:00 საათზე.

🔵საერთაშორისო აკადემია ლოგოსი 2010 წელს დაარსდა. სკოლის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს აკადემიური პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, სწავლა გააგრძელონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.

🔵2010 – 2018 წლებში სკოლა დაამთავრა 181-მა მოსწავლემ, აქედან 97 მოსწავლე ჩაირიცხა მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტში. მათ გრანტის სახით მიღებული აქვთ 4 706 000 აშშ დოლარზე მეტი. 84 მოსწავლე ჩაირიცხა საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. მათ გრანტის სახით მიღებული აქვთ 406 800 ლარზე მეტი.

🔵ლოგოსი რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია: NACAC – National Association of College Admission Counselors; College Board; Common Application. სკოლის პარტნიორები არიან: American University of Rome, Saint Anne’s-Belfield School და Princeton Review.

🔵თუ გსურთ სწავლის გაგრძელება საერთაშორისო აკადემია ლოგოსში, გელით ღია კარის დღეზე. თქვენ საშუალება გექნებათ გაესაუბროთ ადმინისტრაციას და სურვილის შემთხვევაში, ადგილზევე დარეგისტრირდეთ.

🔵დამატებითი ინფორმაციისთვს დაგვიკავშირდით:
☎ 2 37 63 03
📱 574 01 44 11