fbpx

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით


  • აგვისტო 30, 2021
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით
? მოახლოვდა ახალი სასწავლო წლის დასაწყისი და თითოეული ჩვენგანისთვის ძალზე საპასუხისმგებლო დრო.
?‍? სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები აქტიურად მუშაობენ სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და ეფექტურად განხორციელებისათვის. ჩვენ სრულ მზაობას ვაცხადებთ ამა წლის 15 სექტემბერს სწავლა დავიწყოთ როგორც დასწრებით, ასევე ონლაინ ფორმატში. თუმცა, სწავლის დაწყების თარიღისა და მოდელის განსასაზღვრად ველოდებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის დადგენილებას.
? მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ლოგოსის პედაგოგები და თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი ვაქცინაციის პროცესში. ამჟამად, ვაქცინირებულია სკოლის პერსონალის 80 %, ხოლო სექტემბრის თვეში, ველოდებით ამ მაჩვენებლის 88-90% ზრდას.
? მომდევნო დღეებში რეგულარულად მოგაწვდით სიახლეებს სასწავლო პროცესის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.
? დაელოდეთ ჩვენს პოსტებს.