fbpx

საერთაშორისო აკადემია ლოგოსი მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას გაიარონ ამერიკული სკოლის ორმაგი დიპლომის პროგრამა და ზოგადი განათლების დამადასტურებელ ატესტატთან ერთად აიღონ ამერიკული სკოლის დიპლომი.

ამერიკული სკოლის ორმაგი დიპლომის პროგრამა არის ციფრული განათლების ინოვაციური პლატფორმა, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები მშობლიურ სკოლაში სწავლის პარალელურად შეძლებენ ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის გავლას და  დაამთავრებენ ამერიკულ სკოლას ონლაინ სწავლის მეთოდის გამოყენებით.

დისტანციური სწავლების მეშვეობით მოსწავლეები ირიცხებიან ამერიკულ სკოლაში (AHS – American High School). დიპლომის მისაღებად მოსწავლეებმა მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით უნდა გაიარონ 24 კრედიტი – 18 კრედიტი საერთაშორისო აკადემია ლოგოსში, ხოლო 6 კრედიტი AHS – American High School-ში.

ორმაგი დიპლომის პროგრამის ხანგრძლივობა არის 2 ან 3 წელი. მიღება ხდება მიმდინარე წლის 31 ივლისის ჩათვლით.

 

 

ორმაგი დიპლომის პროგრამის მახასიათებლები:

  • საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემო
  • სწავლა მხოლოდ ინგლისურ ენაზე
  • ახალი ტექნოლოგიების გამოყენება განათლებაში
  • მოსწავლეთა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი
  • მეტი წვდომა ამერიკულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებზე
  • მოსწავლეთა მომზადება 21-ე საუკუნის გამოწვევებისათვის
  • მენტორის დახმარება საერთაშორისო აკადემია ლოგოსში
  • წვდომა ამერიკელ მასწავლებლებთან ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით

 

პროგრამა არის სრულად აკრედიტირებული ორგანიზაცია AdvancED-ის მიერ (SACS CASI) და აღიარებული აშშ-ს განათლების დეპარტამენტის მიერ (U.S. Department of Education). მიღებული დიპლომი იდენტურია ნებისმიერი ამერიკული სკოლის დიპლომისა. აღსანიშნავია, რომ ამერიკული სკოლის დიპლომის აღება დამოკიდებულია საერთაშორისო აკადემია ლოგოსის პროგრამით გათვალისწინებული 18 კრედიტის აღებასა და შესაბამისად სკოლის წარმატებით დამთავრებაზე. ამერიკული დიპლომის მისაღებად სწავლის პერიოდში მოსწავლეებს მოეთხოვებათ მინიმალური GPA 2.0 (4.0-დან).

პროგრამის სრული ღირებულება არის 5950 ევროს ექვივალენტი ლარში. გადახდა წარმოებს 3 ნაწილად 3 წლიანი პროგრამის შემთხვევაში და 2 ნაწილად 2 წლიანი პროგრამის შემთხვევაში.